კლუბი ტრიუმფი

 

კლუბი “ტრიუმფი” ეს არის თანამედროვე გასართობი კომპლექსი საკონცერტო-საბანკეტო დარბაზებითა და ბარი–საბილიარდოთი.

კლუბის საქმიანობაა:

  • კონცერტების
  • სხვადასხვა ტიპის შოუ პროგრამების
  • კორპორატიული საღამოების
  • პრეზენტაციების
  • გამოფენების
  • კონფერენციების
  • ცნობილი ადამიანების შემოქმედებითი საღამოების
  • ქორწილისა და ნებისმიერი სადღესასწაულო ღონისძიების ჩატარება.

დარბაზი გათვლილია 700 კაცზე.

ღონისძიებებს ატარებს როგორც კლუბი “ტრიუმფი”, ასევე სხვადასხვა ორგანიზატორები. მათ კლუბი ემსახურება საკონცერტო დარბაზით, საქართველოში ერთადერთი, უმაღლესი ხარისხის, ფრანგული ფირმა NEXO-ს წარმოების მუსიკალური საკონცერტო აღჭურვილობითა და განათების ტექნიკით.

სტუმრების მიღების მაქსიმალური კომფორტისათვის კლუბს გააჩნია რამოდენიმე შესასვლელი - წერეთლის პროსპექტის მხრიდან, ხოლო ავტო პარკინგის მხრიდან იმ სტუმრებისათვის, რომლებიც კლუბში მოვიდნენ ავტომანქანებით. კეთილმოწყობილი პარკინგი გათვლილია 50 ავტომანქანაზე და აღჭურვილია თანამედროვე  სათვალთვალო სისტემებით.

www.clubtriumph.ge