სუპერმარკეტი ჯორჯიტა

 

http://georgita.com

სუპერმარკეტი ჯორჯიტა დაფუძნდა 2001 წელს იტალიელი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი ძალისხმევით.

კომპანიის სახელწოდების იდეაც სწორედ ამ მოვლენით იქნა განპირობებული  (ჯორჯია /იტალია) 

დამფუძნებელთა მიერ განსაზღვრულმა სწორმა მენეჯმენტმა და საკადრო პოლიტიკამ ხელი შეუწყო საქართველოში კომპანიის სწრაფი ტემპით განვითარებასა და შემდგომ მის გაფართოებას.

კომპანია ჯორჯიტა გახლავთ მაღალორგანიზებული, საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედი უმსხვილესი სავაჭრო კომპანია საქართველოში, რომლის  მომხმარებელს საშუალება ეძლევა შეიძინოს ისეთი უნიკალური პროდუქცია როგორიცაა:

  • პროდუქტები გლუტენის გარეშე.პური, მაკარონი და ორცხობილა  ხორბლის შემცველობის გარეშე ;
  • ბიოპროდუქტები: ბრინჯი, წვენები და ზეთი.(ასევე ქართული წარმოების ბიოპროდუქტები);
  • ექსკლუზიური ფრანგული ღვინოები, შამპანური, კონიაკი, ლიქიორი;
  • ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული თმისა და კანის მოვლის საშუალებები ;
  • ჩინურ ბალახებზე დამზადებული უნიკალური და ექსკლუზიური ჰიგიენური საშუალებები: კბილის პასტა, დუშ-გელი, შამპუნი, და კანის მოვლის საშუალებები ნებისმიერი ტიპის კანისთვის;
  • იტალიური საპნების მწარმოებელი კომანია „ნესთი დანტეს" უნიკალური ბუნებრივ  ნედლეულზე დამზადებული საპნების ფართო ასორტიმენტი;
  • 100 პრიცენტიანი ცხოველური საპნები;
  • სპეციალური ჩაი და ტკბილეული სერიიდან „ფინე ლინე" ,რომელიც შექმნილია ექსკლუზიურად  იმ  ქალებისთვის, რომლებიც განსაკუთრებით ზრუნავენ ჯანსაღ და მოხდენილ სხელუზე;

გარდა პრემიუმ კლასის ექსკლუზიური პროდუქციისა ჯორჯიტა დღეს მომხმარებელს სთავაზობს: 

  • მომხმარებლის თვალწინ ყოველდღიურად დამზადებულ ცივ და ცხელ კერძებს,  სალათებს და ცომეულს;
  • ხორცის ფართო ასორტიმენტს, რომელიც ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, მომხმარებლის თვალწინ მუშავდება თანამედროვე დანადგარებით, პროფესიონალი  ყასაბების მიერ;
  • ხილის და ბოსტნეულის ფართო არჩევანს;
  • თევზის პროდუქციას გრილზე და თევზის უგემრიელეს მზა კერძებს;
  • ზღვის უნიკალურ პროდუქციას: მიდიებს, კალმარს , ხამანცკებს..., ლოკოკინას, ბაყაყის ფეხებს,  „სენ-ჟაკის" კაკლებს მარჯანში;
  • ადგილზე დამზადებულ სხვა საკონდიტრო ნაწარმს;
  • ფრანგული ნაყინის ფართო არჩევანს;

კომპანია სწრაფად განვითარებადი ბიზნეს სტრუქტურაა, რომელიც მუდმივად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს, აფართოებს თავის სავაჭრო ქსელს, სისტემატიურად ზრდის პროდუქციის ასორტიმენტს და იძენს სანდო პარტნიორებს როგორც მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, ასევე ადგილობრივ ბაზარზე, რაც მთლიანობაში ხელს უწყობს საზოგადოების მზარდი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას.

დღეს კომპანიაში 100-მდე მუდმივი თანამშრომელია. ადმინისტრაცია და რიგითი  თანამშრომლები ზრუნავენ მოხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნასა და სასიამოვნო კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე, რაც საბოლოო ჯამში დადებით გავლენას ახდენს, როგორ კოლექტივის მოტივაციაზე, ასევე პარტნიორთა და კლიენტთა  კეთილგანწყობაზე და უწყვეტ თანამშრომლობზე.