ლუდის ბარი მორავა

 

ლუდის რესტორან „მორავა“-ს გახსნის იდეა წარმოიშვა მას შემდეგ, რაც ჩეხმა ბიზნესმენებმა დაათვალიერეს რეკონსტრუქციაში მყოფი ბიზნეს ცენტრ „დიდუბე პლაზას“ შენობა.

ამისათვის შერჩეულ იქნა იტალიელი არქიტექტორების მიერ საოცრად გემოვნებით დაპროექტებული „დიდუბე პლაზას“ ატრიუმის მეოთხე სართულზე არსებული ტერასა, რომელიც გადმოჰყურებს მთელ შიდა სივრცეს და ამავე დროს მყუდროდაა განცალკევებული დანარჩენი კომპლექსისაგან. ერთი სიტყვით ზედმეტად არავინ შეგაწუხებთ.

რესტორნის ინტერიერი გაფორმებულია ტრადიციულ ჩეხურ სტილში, რომელიც არ ითვალისწინებს ე.წ. „კუპეებს“, მაგრამ აქ საგანგებოდ მოწყობილია ონკანიანი მაგიდები სადაც სტუმრებს შეუძლიათ თავად დაისხან ლუდი თავისი შეხედულებით.

ჩეხმა პარტნიორებმა იზრუნეს იმაზე, რომ აქ შექმნილიყო ჩეხური ატმოსფერო არა მხოლოდ ინტერიერით, არამედ საუკეთესო ჩეხური ლუდით, ჩეხეთში პოპულარული ქლიავის არყით და ლუდის არყით (ეს არ არის შეცდომა, მართლა ლუდის არაყია!). ყოველივე ამას აგვირგვინებს ჩეხეთიდან საგანგებოდ ჩამოტანილი ინგრედიენტებისაგან ჩეხი მზარეულის - მაესტრო მიროსლავ სოტონას მიერ დამზადებული კერძები, რომლებიც ტრადიციულად უხდება ლუდის სუფრას.

ძვირფასო სტუმრებო გვეწვიეთ და თქვენ აღმოაჩენთ ჩეხეთს თბილისიდან გაუსვლელად. ბიზნეს ცენტრ „დიდუბე პლაზას“ მეოთხე სართულზე.