კომერციული ფართები

ფართების ჩამონათვალი შენობის დეტალური ნახაზის გადმოწერა

2004 წლის დეკემბერში საზოგადოება “სტაბმა” მოიწვია იტალიელი ინვესტორები, რომლებმაც იყიდეს თბილისში, წერეთლის გამზირზე #116-ში მდებარე 4062 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე არსებული 9900.88 კვ.მ. ნაგებობა და მიმდებარე 8400 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ეს კომპლექსი იტალიელმა და ქართველმა არქიტექტორებმა ერთობლივად დააპროექტეს. პროექტი ითვალისწინებდა შენობის სრულ რეაბილიტაციასა და ეზოს მხარეს მის გაფართოებას ახალი ხუთსართულიანი ნაგებობით, რომელიც ექსპლუატაციაში შევიდა 2009 წლის იანვრიდან, სადაც შესაძლებელია კეთილმოწყობილი ფართების დაქირავება.

სავაჭრო-გასართობი კომპლექსის სასარგებლო ფართია 12616 კვ.მ., რომელიც შემდეგნაირად არის დაყოფილი:

  • სუპერმარკეტი “ჯორჯიტა” – 1000 კვ.მ.
  • საოფისე ფართი – 1480 კვ.მ.
  • სავაჭრო ცენტრი – 5466 კვ.მ.
  • კლუბი “ტრიუმფი” – 2070 კვ.მ.
  • სასტუმრო “დ’პლაზა” – 1900 კვ.მ.

ამას ემატება:

  • 1331 კვ.მ. მიწისქვეშა სასაწყობე ფართი
  • პარკინგი 200 ავტომანქანისთვის

 

ბიზნეს გარემოს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ”დიდუბე პლაზას” მახლობლად განლაგებული მრავალი ბანკი, კერძოდ, ”თიბისი ბანკის” 2 საოპერაციო ოფისი, ”სილქროუდ ბანკი”, ტაო პრივატ ბანკი”, ”ბაზისბანკი”, ”ბანკი რესპუბლიკა”, ”სტანდარტბანკი” და ”საქართველოს ბანკი”
ფართების ჩამონათვალი