ჩვენს შესახებ

 

მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ,,დიდუბე პლაზა, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარეობს, საქმიან და ბიზნესით დაკავებულ ადამიანებს სთავაზობს საოფისე ფართების ფართო არჩევანს, ვირტუალურ საოფისე მომსახურებას, თანამედროვე სტანდარტების დონეზე მოწყობილ სასაწყობე სათავსოებსა და მეურნეობას, მაღალი კლასის სასტუმრო კომპლექსს, საკონფერენციო დარბაზებს, სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებით მომსახურებას და, რაც მთავარია, მაღალი ესთეტიკური გემოვნებით მოწყობილ ფოიეს (ატრიუმს), რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნს სხვადასხვა სახის ღონისძიებების ჩასატარებლად (გამოფენა-გაყიდვა, სადემონსტრაციო კონკურსი, თემატური საღამოები და სხვა).

გადატვირთული საგზაო მოძრაობის  პირობებში, თქვენ არ მოგიწევთ ავტომანქანის ქუჩაში გაჩერება. თქვენ გექნებათ საშუალება თქვენი კუთვნილი ავტომანქანა განუსაზღვრელი დროით დატოვოთ ბიზნესცენტრის  დაცულ საპარკინგე მოედანზე.