რა არის ვირტუალური ოფისი?

 

ვირტუალური ოფისი ეს არის ორგანიზაციის ვირტუალური იურიდიული წარმომადგენლობა ქვეყანაში, ანუ ეს საქმიან ადამიანებს აძლევს საშუალებას ეკონტაქტოს პარტნიორებს, მომხმარებლებს და ა.შ რეალური ფართის არსებობის გარეშე. ვირტუალური ოფისის დაქირავების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ეძლევა იურიდიული ბიზნეს მისამართი, ჰყავს ოფის მენეჯერი, რომელიც ეხმარება ინფორმაციის დელეგირებაში.

 

ვირტუალური ოფისის კონცეფცია ძალიან პოპულარულია , როგორც მცირე ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების მიზნით, ასევე პერსონალის სახლიდან მუშაობის შესაძლებლობით, რაც ბიზნესის მფლობელს საშუალებას აძლევს იქონიოს ოფისი(ვირტუალური) იურიდიული მისამართით დიდი დანახარჯების გარეშე. დღევანდელ დღეს ვირტუალური ოფისით სარგებლობა და მუშაობა უფროდაუფრო პოპულარული და ეფექტური ხდება.


რა უპირატესობა აქვს ვირტუალურ ოფისს:

 

  • კონფიდენციალურობა
  • ვირტუალური თანაშემწე
  • დაბალი ფასი
  • დროის დაზოგვა
  • ადმინისტრაციული დახმარება
  • ოფისის მისამართი პრესტიჟულ ბიზნეს ცენტრში

 

 

რატომ უნდა აირჩიოთ "დიდუბე პლაზას" ვირტუალური ოფისი?

 

  • გთავაზობთ სივრცეს პრესტიჟულ მრავალფუნქციურ ბიზნეს ცენტრში
  • პირადი თანაშემწე, რომელიც მიიღებს თქვენს კომპანიაში შემოსულ ამანათს ფოსტას თუ სატელეფონო ზარს.
  • შეხვედრების ოთახით თვეში 5-ჯერ უფასოდ სარგებლობა
  • უფასო პარკირება
  •  ბიზნეს ცენტრში არსებულ სასტუმრო და საკონფერენციო მომსახურებაზე სხვადასხვა სახის ფასდაკლება