სუპერმარკეტი "ტურსა"

ძირითადად “თურსა” ახორციელებს იმპორტს თურქეთიდან და მოპოვებული აქვს ექსკლუზიური წარმომადგენლობა ქარხნებთან, რაც უნიკალური შემთხვევაა ქართულ ბაზარზე. საბოლოოდ, ეს ყველაფერი აისახება ჩვენი პროდუქციის ხარისხისა და ფასების საუკეთესო თანაფარდობაზე. ჩვენ ვემსახურებით ყველა კატეგორიის მომხმარებელს და ვახორციელებთ როგორც საცალო, ასევე საბითუმო გაყიდვებს. აქვე აღსანიშნავია რესტორნების, სასტუმროებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში მოღვაწე სხვადასხვა ობიექტების მომარაგება.


“თურსა” მუდმივად მომხმარებლის მოთხოვნაზეა ორიენტირებული და საშუალებას გაძლევთ 8,000-ზე მეტი დასახელების პროდუქცია შეიძინოთ. დღესდღეობით “თურსას” აქვს 3 ფილიალი, ერთი თბილისში და ორი ბათუმში.