საოფისე ფართები
 
 

შენობის საერთო სივრცის 80% დათმობილი აქვს  საოფისე ფართებს, რომლებიც  გათვლილია ნებისმიერი პროფილისა და სიდიდის ბიზნეს საქმიანობისთვის. საოფისე ოთახების ფართი 10 კვ. მეტრიდან იწყება. შენობის არსებული შიდა  დაგეგმარება შესაძლებლობას იძლევა გაერთიანდეს რამდენიმე საოფისე ფართი და ოთახების განლაგება მოეწყოს მოიჯარის სურვილისამებრ(გადატიხვრა/გაერთიანება).
ყველა ოფისი აღჭურვილია ინტერნეტ-მომსახურების მოწყობილობით, მზის დამცავი ფარდებით (ჟალუზებით). ინდივიდუალური კლიმატ-კონტროლის მოწყობილობის მეშვეობით მოიჯრეს შეუძლია გაგრილებისა და გათბობის რეჟიმის რეგულირება. არსებული ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს მოიჯარეების მაქსიმალურ კომფორტს საქმიანობის წარმართვაში.


დამატებითი ინფრასტრუქტურა


 
ჩვენს მიერ შემოთავაზებული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის
მრავალფეროვანი არჩევანი თითოეული მოიჯარის კომფორტზეა ორიენტირებული, რაზეც  შენობაში არსებული სხვადასხვა სერვისები მეტყველებს:

                                                                                                                          

  • თარჯიმანთა ბიურო
  • სანოტარო ბიურო
  • საკანცელარიო მაღაზია
  • ბუღალტრული და აუდიტორული მომსახურება
  • იურიდიული მომსახურება
  • 3 სახის კვების ობიექტი
  • საკონფერენციო დარბაზები და შეხვედრის ოთახები
  • პოლიგრაფიული (სარეკლამო) მომსახურება
  • დიზაინი და არქიტექტურული მომსახურება
  • უსაფრთხოების სისტემები
  • სამშენებლო კომპანიები
  • სადაზღვევო კომპანია
  • სხვადასხვა ბანკის ბანკომატები
  • ვალუტის გადაცვლის პუნქტი
  • უმაღლესი კლასის სასტუმრო
  • ესთეტიკური ცენტრი
  • სუპერმარკეტები
  • სასაწყობე მეურნეობა
  • უფასო და ფასიანი პარკინგი
  • ავტოსამრეცხაო