ვირტუალური ოფისი ეს არის ორგანიზაციის ვირტუალური იურიდიული წარმომადგენლობა ქვეყანაში, ანუ ეს საქმიან ადამიანებს აძლევს საშუალებას ეკონტაქტოს პარტნიორებს, მომხმარებლებს და ა.შ რეალური ფართის არსებობის გარეშე. ვირტუალური ოფისის დაქირავების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ეძლევა იურიდიული ბიზნეს მისამართი, ჰყავს ოფის მენეჯერი, რომელიც ეხმარება ინფორმაციის დელეგირებაში.
ვირტუალური ოფისის კონცეფცია ძალიან პოპულარულია , როგორც მცირე ბიზნესისთვის ხარჯების შემცირების მიზნით, ასევე პერსონალის სახლიდან მუშაობის შესაძლებლობით, რაც ბიზნესის მფლობელს საშუალებას აძლევს იქონიოს ოფისი(ვირტუალური) იურიდიული მისამართით დიდი დანახარჯების გარეშე. დღევანდელ დღეს ვირტუალური ოფისით სარგებლობა და მუშაობა უფროდაუფრო პოპულარული და ეფექტური ხდება.