სუპერმარკეტი "ჯორჯიტა"

 

2001 წელს, იტალიელი და ქართველი ბიზნესმენების ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში პირველი ევროპული  სუპერმარკეტი გაიხსნა. კომპანიის სახელწოდებაც “ჯორჯიტა” -  სიმბოლური კომბინაციაა - Georgia და Italy. კომპანია "ჯორჯიტა" დაარსების დღიდან მაღალი ხარისხის ევროპული მწარმოებლების ექსკლუზიური წარმომადგენელია. „ჯორჯიტა“ მუდმივად ზრუნავს თავის ერთგულ მომხმარებელზე და სთავაზობს უმაღლესი ხარისხის ევროპულ ნაწარმს. კომპანის მიზანია გაზარდოს ცნობადობა ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის მიმართ, ითანამშრომლოს ადგილობრივი წარმოების მაღალი სტანდარტის ქართულ კომპანიებთან და იყოს მოწინავე  თანამედროვე და ხარისხიანი მომსახურების  კუთხით.


სუპერმარკეტი „ჯორჯიტა“ გამოირჩევა პროდუქციის მრავალფეროვნებით. ბიოლოგიურად სუფთა, ორგანული პროდუქტები, ფრანგული პროდუქციის წამყვანი ხაზი "Casino", "LeaderPrice", იტალიური კომპანიები: "Basso", "Gran Cucina", "Dileo", ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული  სხეულის მოვლის ჰიგიენური საშუალებები, უნიკალური იტალიური საპნის “Nesti Dante”-ს გამორჩეული კოლექცია  და ხარისხით ცნობილი ბევრი ევროპული პროდუქტი "ჯორჯიტას" დახლებზე მუდმივად ელის ერთგულ  მომხმარებელს. ჯორჯიტას წარმატებას ქმნიდა და ქმნის მისი ერთგული მომხმარებელი,  რადგან წარმატების ფორმულა ორმხრივი ნდობისა და ერთგულების შედეგია. 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ :      032 2355075
სამუშაო დღეები  ყოველდღე 10:00-22:00