თანამედროვე ბიზნეს ცენტრის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 15 წლის წინ გაჩნდა. ქართველი და უცხოელი დამფუძნებლების თაოსნობით, 2004 წლის 28 აპრილს, დაფუძნდა კომპანია შპს ,,დიდუბე პლაზა”. წერეთლის გამზირ №116-ში 1954 წელს გერმანელებმა ააგეს შენობა, რომლის რეკონსტუქცია, განახლება, გაფართოება დასრულდა 2008 წელს და ბაზარზე წარსდგა თანამედროვე ბიზნეს ცენტრის სახით. შენობას მთლიანობაში 28 ათასი კვადრატული მეტრი უკავია, სადაც განლაგებულია უმაღლესი კლასის სასტუმრო კომპლექსი, საკონფერენციო დარბაზები, კვების ობიექტები, საოფისე, კომერციული და სასაწყობე ფართები. ბიზნეს ცენტრი „დიდუბე პლაზა“, თავისი მულტიფუნქციური თვისებიდან გამომდინარე, მცირე და მსხვილ მეწარმეებს სთავაზობს:
საოფისე ფართების ფართო არჩევანს
კომერციულ ფართებს
სასაწყობო მეურნეობას
საკონფერენციო დარბაზებს
სავაჭრო და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს(მომსახურება)
შენობის არქიტექტორული დაგეგმარებისას, როდესაც კონცეპტუალური გათვლა მოხდა ბიზნეს ცენტრის შექმნაზე, საქმიანი ადამიანების კომფორტისთვის წარმოიშვა თანამედროვე სტილის შიდა ფოიეს (ატრიუმი) იდეა, რომლის დანიშნულება იქნებოდა სხვადასხვა სახის ღონისძიებების (გამოფენა-გაყიდვა, თემატური ბაზრობა, პრეზენტაციები, პოდიუმი) ჩაატარება, რაც ბიზნეს ცენტრის მოიჯარე მეწარმეებს დამატებით კომფორტს შეუქმნიდა.